ფიზიკურ სივრცეში, AI - ზე დაფუძნებული, პერსონალიზებული სარეკლამო კამპანიის შესაძლებლობა.

SmartAds გთავაზობთ შეისწავლოთ მომხმარებელთა ქცევა, დააკვირდეთ მონაცემებს რეალურ დროში და მიაწოდოთ პერსონალიზებული რეკლამა ფიზიკურ სივრცეში!

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ მარკეტინგული კომპანია, რომელიც გთავაზობთ შესაძლებლობას გაზარდოთ შემოსავალი და ბრენდის ცნობადობა. ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც დაფუძნებულია AI - ზე, ფიზიკურ სივრცეში პერსონალიზებული მარკეტინგის წარმოებასთან დაკავშირებით.

თუ ბიზნესი ორიენტირებულია, რომ მოიზიდოს ახალი მომხმარებელი ან შეინარჩუნოს უკვე არსებული, ჩვენი AI - ზე დაფუძნებული მარკეტინგული შესაძლებლობებით, ამ მიზნის მიღწევა 5-ჯერ ეფექტურია, ვიდრე დღეს ბაზარზე არსებული ციფრული სარეკლამო კამპანიის ხელსაწყოები იძლევა.

AI - ი ( ხელოვნური ინტელექტი ) ახდენს რევოლიციურ გარდაქმნებს და იძლევა უნიკალურ ახალ შესაძლებლობებს ყველა სფეროში. მან შთამბეჭდავი განვითარება პოვა მარკეტინგის ინდუსტრიაში და შექმნა დღემდე არნახული გამოცდილება ბიზნესისთვის. ჩვენ ვართ საქართველოში პირველი კომპანია, რომელმაც ბიზნესს ფიზიკურ სივრცეში პერსონალიზირებული მარკეტინგის წარმოების შესაძლებლობა მისცა.

როგორ ვაკეთებთ ამას

ჩვენი ყველა ინსტრუმენტი ხელმისაწვდომია ერთ პლატფორმაზე, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ის კონკრეტული, რომელიც თქვენ გჭირდებათ.

ეკრანი
+
ფლეერი
+
ვიდეო თვალი

ხელმისაწვდომია, როგორც ტელევიზორი და მონიტორი, ისე LED პანელები.

ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფით და ვიდეო თვალით ნებისმიერი ეკრანი გადაიქცევა ჭკვიან და ინტერაქტიულ ციფრულ ეკრანად.

პროგარმული უზრუნველყოფა

  • ეკრანის დისტანციური მართვისთვის და AI -ზე დაფუძნებული სარეკლამო შინაარის პერსონიზირებული ჩვენების შესაძლებლობა სქესის და ასაკის შესაბამისად.
  • პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა სწრაფ და უპრობლემოდ დისტანციური მართვის საშუალებას ნებისმიერი მოწყობილობიდან, რაც აადვილებს ნებისმიერი მასშტაბის ქსელების მართვას.
  • რა არის ფიზიკურ სივრცეში პერსონალიზებული სარეკლამო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა?

    ფიზიკურ სივრცეში პერსონალიზებული მარკეტინგი და ანალიტიკა არის შესაძლებლობა 30% - ით გაზარდოთ თქვენი ბიზნესის შემოსავლი.


    შედეგი მიიღწევა რეალურ დროში აუდიტორიის ანალიტიკით და ჭკვიანი ციფრული ეკრანებით.


    ჩვენი მარკეტინგული გადაწყვეტილება მოიზიდავს თქვენთვის სასურველ აუდიტორიას პერსონალიზებული მარკეტინგული შეთავაზებებით და მიიღებთ წვდომას რეალურ დროში, ანონიმური აუდიტორიის მონაცემებზე დაყრდნობით.


    გაყიდვების გაუმჯობესება ხდება Shopper Insights-ის და მორგებული აქციების/შეთავაზებების ჩვენებით, სქესის და ასაკის შესაბამისად. პერსონალიზებული შინაარსის ჩვენება ზრდის იმპულსურ შესყიდვებს, რაც მთავარია ეს ფაქტორი შემოსავლების გაზრდის განმაპირობებელ ფაქტორად გვევლინება.

    ხარჯეფექტურობა

  • ტრადიციული სარეკლამო ფიზიკური საშუალებები, როგორებიცაა მანათობელი ყუთი, ბანერი, თვით წებვადი ფირი, ფლაერი და ა.შ აღარ არის ეფექტური, რადგან თვალი მიეჩვია და ემოციური აღქმით ვეღარ ახდენს გავლენას მომხმარებელზე.
  • კონფიდენციალურობის დაცვა

    2018 წლის 25 მაისს ძალაში შევიდა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია („General Data Protection Regulation“). რეგულაცია შედგება, ისეთი ახალი პრინციპებისგან, როგორიცაა მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება, მონაცემთა პორტირება, მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის შეტყობინების ვალდებულება და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაცია ვრცელდება არა მხოლოდ ევროკავშირში (EU) რეგისტრირებულ, არამედ იმ ორგანიზაციებზეც, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ევროკავშირში, თუმცა ამუშავებენ ევროკავშირში მყოფი პირების მონაცემებს.