შეცვალეთ თქვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის საჯარო სივრცე თანამედროვე აუდიო და ვიზუალური გადაწყვეტილებებით. ეს ცვალებადობა დაგეხმარებათ მაცხოვრებლებთან დინამიურ კომუნიკაციასა და მეტ ჩართულობაში. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ მაცხოვრებლებთან მყარი კავშირის დამყარება შეგიძლიათ ჭკვიანი აუდიო და ვიზუალური ტექნიკის დახმარებით.
საკომუნიკაციო ციფრული ეკრანის პროექტი ,,PpropAds’’ - ი პროგრამული უზრუნველყოფისა და “ IOT ” მოწყობილობების ერთობლიობაა. იგი ვიზუალური და სმენითი ფორმაა, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის ჩვენებისათვის.
,,PropAds’’ - ი არის კომპანია, SmartAds - ის ინოვაციური ნიშური პროდუქტი, რომელიც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახელბისთვისაა შექმნილი. პროექტის მიზანია, საკომუნიკაციო ეკრანების გამოყენებით მიაწოდოთ შენობაში მაცხოვრებელ ,,აუდიტორიას“ თქვენი მესიჯი კონტენტის სახით, ეს იქნება სურათი, ვიდეო თუ ტექსტური შეტყობინება.
ციფრული ეკრანები ცვლის ტრადიციულ საინფორმაციო ნიშნებს როგორიცაა ქაღალდი, პლასტმასი, ლითონი და ა.შ. დისტანციურად მართული პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებითა და შინაარსის განახლებით, ციფრული ნიშნები იძენენ მოქნილობას რეალურ დროში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საცხოვრებელ შენობაში ციფრულ ეკრანებს, რადგან ამ ტიპის მოქმედება სწრაფი რეჟიმით უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელება, ხელს უწყობს მაცხოვრებელთა ინფორმირებულობასა და სოციალურ კეთილდღეობას.
ციფრული ეკრანები შინაარსის ფართო სპექტრით შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგალითად გავუშვათ რეკლამები, ახალი ამბები, სოციალური მედიის განახლებები, მნიშვნელოვანი საყოველთაო საჯარო შეტყობინებები და ა.შ.
საკომუნიკაციო ეკრანები გამოიყენება ყველა სახის შეტყობინებისა და ინფორმაციის მისაწოდებლად:
შენობებში ციფრული ეკრანების მრავალ უპირატესობას შორის გამოირჩევა სამი მათგანი:
უფრო მეტიც, ეკრანების სტრატეგიული განლაგება ,,ლობებში“ ან ლიფტებში (სადაც მომხმარებლები მიდიმოდიან) საუკეთესო საშუალებაა ხალხის მაქსიმალური რაოდენობის სანახავად.
მიუხედავად იმისა, შენობები გამოიყენება კოლექტიური საცხოვრებლისთვის, კომერციული თუ პროფესიული მიზნებისთვის, კომუნიკაცია გარანტირებულია ციფრული ეკრანების დახმარებით.
ინტელექტუალური ჩვენება შენობის შიგნით არის ინფორმაციის საერთო და მონაწილეობითი წყარო. ამ კომუნიკაციის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ წაახალისოს ვალდებულება, გააძლიეროს და შექმნას კავშირი მის მფლობელებს შორის.